ასფურცელა, არის ქართული ზღაპარი „ასფურცელა “_ს მთავარი პერსონაჟი.
1 Comment
ქართული ზღაპრის პერსონაჟი კომბლე- ერთერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესოა. მე მსურს კომბლეს პერსონაჟში დაგანახოთ ის თვისებები , რომლებიც შესაძლოა ქართველებზე განვაზოგადოთ. კომბლე ზღაპრის მიხედვით არის ადამიანი ალალ-მართალი და გამრჯე კაცი , რომელიც კომბალს თლის და ჭერში აწყობს. მას ყავს სამი ცხვარი და დიდი მზრუნველობით უვლის მათ. თითქოს ამ წინანდადებაში შეიძლება არც არაფერი დავინახოთ, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით მივხვდებით , რომ აქ ჩანს მისი შრომისმოყვარეობა და მზრუნველობა. ხშირად ეს თვისებები ქართველებისთვის დამახასიათებელია. აქედან გამომდინარე ეს ზღაპარი არა მარტო ერთ მოგონილ პერსონაჟზე არამედ ერის თვისებებზეც არის.
the personage of Georgian story ,,Komble’’ is one of the most known and interesting. I whant to make understood the characteristics of this personage for readers. Those characteristics can be generalized for Georgians. According story ,,Komble’’ is fair, hardworking , kind person. whose work is trimming of crook. He has three sheep and he cares about them very thoughtfully. As you read this sentence maybe you will not find anything interesting. However if you observe it you will find the characteristics of this personage. Georgians are also very thoughtful and kind. So it means that this story is not only about one invented personage, it’s about Georgians and their traits. ზღაპარი იხილეთ/ read the story :_ http://gadia.ge/portal/alias__Gadia/tabid__4030/default.aspx იხილეთ მულტფილმი /see mutfilm:_ ხუთკუნჭულა არის მთავარი პერსონაჟი ქართული ზღაპრისა „ხუთკუნჭულა“.
ის მეტად სახასიათო და დამამახსოვრებელი პერსონაჟია. წარმოშვებით ხუთკუნჭულა იმერელია, რომელიც მეტად ღარიბ ოჯახში იზრდებოდა თავის 9 ძმასთან ერთად.! სწორედ ეს გახდა მისთვის და მისი ძმებისთვის მოგზაურობის და თავგადასავლების დაწყების მიზეზი.! ხუტკუნჭულა განსაკუთრებით გამორჩეული იყო თავის ძმებს შორის . ღმერთს მისთვის არ დაუშურია მოხერხებულობა და ენაკვიმატობა.! სწორედ მისმა საზრიანობამ და ხელმარჯვეობამ გადაარჩინა ის იმ მრავალ განსაცდელს , რაც მას მისი უმადური ძმების გამო გადახდა.! მან თავისი საზრიანობით რამოდენიმეჯერ გააცურა დევები, და თავისი ზმები შეჭმას გადაარჩინა, აგრეთვე მისმა ხელმარჯვეობამ, კონკრეტულად კი დურგლობამ , დიდი დახმარება გაუწია მას, დევის შეპყრობის დროს, რაც გულუბრყვილო მეფის და შურიანი ძმების ახირება იყო.! ხუთკუნჭულამ თავისი იმერული მოხერხებულობითა და ენამოსწრებული პასუხებით და კეთილი გულით ძალიან ბევრი ბავშვის გულში დაიმკვიდრა ადგილი , როგორც საუკეთესო პერსონაჟმა.! Khutkunchula is the main character of Georgian tale "khutkunchula". He is very memorable character. Originally khutkunchula is from “Imereti” (region in west Georgia) who grew up in a poor family with 9 brothers.! That was the reason for him and his brothers to start their advanture. Khutkunchula was particularly distinguished among his brothers. Xutkunchula was givted from God, he was very smart and wise, and he also was very proficient engineer. He outsmarted Georgian mythical creatures “Devi” numbers of time, and save his brothers lives. He was able to construct some very durable box out of wood and few instruments (we call it “Kidobani”). And this “box” was able to endure foot kicks of “Devi” and with this box he was even able to capture this mythical creature! With this he was able to complete missions assigned by the king and his brothers, who wanted Khutkunchula to be dead. Xutkunchula survived from many deadly missions, and despite of the betrayal he forgives his brothers, it shows that he was very kind person! So with this kind heart, smart and skilled feats, he captured hearts of many children. ზღაპარი იხილეთ / read the story :_ http://animaciebi.com/zgaprebi/xutkunwula.html მშვიდობა გქონდეთ ყველასა, კაცი ვარ ღვთისგან შობილი,
იმერეთს დავბადებულვარ 9 ძმა ვართ დედის შობილნი. ისეთი ღარიბები ვართ ,წყალიც წაიღებს ვერას რა, თუმც ღმერთს ჭკუა გონება ,ქე უბოძნია ოლარად. ამბავ მაქ მეტად საგმირო,თუმც მე რა დამეჯერაბა, ჰერაკლეს ჩემი ამბები სიზმრადაც არ ეჯერება. ლუკმა პურისთვის წასულებს ფეხნი ვერ მოგვიკიდნია კაც კიღმაც ქვაბში მოგვხარშეს ,ჯამაგირ არც გვიკითხნია. თუმც ჭკუა ღმერთსა კაცისთვის ,ნეტა რათ უჩუქებია ისეთ ამბები შევყარე ,დევკაცნიც მიჩოქებია. მარა რა ალღოს აუღებ ,ამ სოფლის ორომ ტრიალსა, ჩემი დათასი არ იყოს , მეც გამა-ოხერტიალა.! ვისთვისაც კარგი მიქმნია ,იმათ გამწირეს საცუდოთ მაგათი #$%#$436346_ნ და კიდე ტოშირო მასუდო.:დ(no meaning) ასეა ესე ამავი ციხე შიგნიდან ტყდებაო, ბედის სახრე კი სულ ,ცუდას როდის გადაატყდებაო. მაგრამ ჭკუით და გონებით, კაცი ყველაფერს შეცვლისო თუ გული ამოიცრუა , ახლოსაც ვერ-ვინ შველისო. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გიამბნოთ.! ყველას გავეცი პასუხი, ძმები მეფე და ნაზირნი, ხარივით კარგად ნასუქი, დევკაცს მივგვარე საჩუქრად ,როგორც ხაშურის ნაზუქი.! .:დ ქე უნდა მიცნათ ვინცხა ვარ.! უკვე გიამბნეტ ყორფელი.! მე გავხდი იქაურობის , მეფე და ცხოვლისმყოფელი.! მინიშნებითი პასუხი:_”<<<<<“ <უკან დაბრუნება "გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება… გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა". კოპალა - ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. პატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახერხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა. კოპალა პირველად კარატის წვერზე დასახლდა. კარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას წყალში დამხრჩვალთა და ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი ჰქონდა. ლიქოკის კარატის ჯვარი პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ორივეს ემსახურებოდა. კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული. *ირემთკალო. უძილაურთა სალოცავი. სადაც ანდრეზის თანახმად გაიმართა კოპალასა და დევების შეჯიბრება ძალიან უყვარდა ჯილდაობა. კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩენებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და დაედევნა. დევს შეეშინდა ლოოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღესაც აჩვენებენ იმ ლოდს ხევსურეთში - კოპალას ლოდიაო. დღესაც არის იქ კოპალას სალოცავი ნიში. ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (”აიმაღლა საგმირო” - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც "დევების საფლავთ” უწოდებენ). მითოლოგიურად ღვთისშვილები, მათ შორის კოპალა, უხილავნი არიან, მათ საფარველი აქვთ დადებული. ისინი მხოლოდ რჩეულებს ეცხადებიან სხვადასხვა აღეებით ანუ სახეებით. ფოლკლორში ყველაზე გავრცელებულია მტრედის, ჯვრის, ღრუბლის ფთილის ანუ კოტორის და სხივოსანი ბურთის ანუ ცეცხლის ბურჯღუმის სახით გამოცხადება. |
Categories
All
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. Archives |