ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას. .................................................................................................................................................... A deity of wild animals. Ochopintre has attributes similar to Pan of the Greek mythos. Born with the legs and horns of a goat, he helps the goddess of hunting Dali in herding the animals. Hunters usually made sacrifice in his name since no one could hunt the animals without his help. The fate of a person entering the forest was believed to be fully in his hands. იხილეტ მეტი/SEE MORE :_ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94 ნახეთ ფილმი/SEE FILM :_ http://movies.ucoz.hu/news/jadosnuri_ghame/2011-08-27-802 https://www.youtube.com/watch?v=9sYpRyyvxQc იხილეთ მულტფილმი/ SEE MULTFILM:_ https://www.youtube.com/watch?v=hQ9X4Dk3oiI I
1 Comment
ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩის სხეული ჟანგისფერი თმით არის დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც ოჩოკოჩი შუაზე სჭრის მის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს. ...................................................................................................................................................... A forest deity which combined human and animal features. Ochokochi was believed to have a thick fur, large claws and spiky horns on its chest. Living in remote corners of the forest, Ochokochi wandered in the woods, scaring the hunters or shepherds they encountered with their appearance. Ochokochi was believed to be enthralled by Tkasi-Mapa, whom he constantly chased in order to copulate. However, mortal hunters protected Tkashi-Mapa from his advances. იხილეთ მეტი/see more: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%98 დალიქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი. .................................................................................................................................................... A female goddess of nature, animals and hunting. The cult of Dali (Dæl) was particularly widespread in mountainous regions of Georgia. She was believed to be of extraordinary beauty, with long, golden-colored hair and radiant white skin. She dwells high up in the mountains, usually out of the reach of humans, where she watches over the herds of wild animals under her protection. She sometimes shared animals from her flock with hunters, as long as certain conditions and taboos were respected. Hunters were not to kill more than they can carry back to the village nor could they take aim at specially marked animals believed to be a transformation of the goddess. In some myths, Dali entered in intimate relations with a hunter but the latter was bound not to reveal the liaison at risk of being punished with death. Some myths describe an encounter between Dali and a mortal hunter that produced Amirani. In Mingrelia, Dali was known as Tkashi-Mapa. იხილეთ მეტი/see more:_ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%28%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%29 ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის ბედს განაგებს. ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობენ გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა. .................................................................................................................................................. One or several deities that recorded and decided human fate; similar to Greek moiras or Roman parcae/fatae. They lived in suleti or the world of dead souls, and constantly consulted the Book of Fates (bedis tsigni). They supervised every human life and notified the god of the dead (suletis ghmerti) when a person’s lifetime was over. Special heralds (mgrebrebi) then were sent to take human’s soul and bring it to the underworld. ბაყბაყ-დევიქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს. .................................................................................................................................................,, One of the foremost devi (see below), who is usually defeated by main characters of the Georgians myth. Bakbak-devi is often portrayed as multi-headed shrewd and human-eating ogre or evil spirit. ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელი. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას “ბატონებო” (ან “იავ-ნანას”). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა. ................................................................................................................................................... Evil souls that spread disease among humans. They were most often associated with mumps (tsitela batonebi), smallpox (didi batonebi), etc. When batonebi ‘visited’ a person, s/he became ill and the rest of family had to prepare special food and sweets, decorate tress with presents and do other arrangements to please batonebi. The term is still used in rural places for infectious diseases. არმაზი — იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება. „ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...“ არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება , რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით.საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა. სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. ...................................................................................................................................... Armazi is Supreme deity in ancient Kartli (Iberia). According to tradition, the cult of Armazi (deity of the moon) was introduced in the third century BCE by King Parnavaz, who erected a large bronze statue of a warrior of gilded copper, clad in a gold coat of mail with a gold helmet on his head; one eye was a ruby, the other an emerald. To the right of Armazi stood another smaller gold idol by the name of Gazi, and to the left, a silver idol called Gaim. The statue of Armazi existed until the spread of Christianity in the fourth century CE. Armazi is also the name of an ancient fortress near Mtskheta. Archeological digs uncovered monuments of antique architecture and a bilingual stele with Greek and Aramaic inscriptions from second century CE. იხილეტ ვიდეო/see video :_ http://www.obieqtivi.net/demo/tv.php?id=11270 მითი ამირანის შესახებ ძალზედ ძველია და მას ფესვები წარმართულ ხანაში აქვს გადგმული. იქიდან გამომდინარე, რომ თქმულება ქრისტიანობის წინარე ეპოქაშია შექმნილი, სავსებით გასაგებია მისი ფასი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის წარმოგდენისათვის, ასევე უძველეს ხალხურ წარმოდგენათა მეცნიერულ გააზრებისთვის ამირანის პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეა. ჩვენ არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პრეისტორიულ ხანაში პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. საქართველოში ამირანი, თვითონ სახელი „ამირ“ უფრო იმ პერიოდთან არის დაკავშირებული, როდესაც უკვე სპარსული კულტურა შემოდის საქართველოში. ამირან დარეჯანისძე – „ამირ ანდარე ჯეჰან“ ნიშნავს „მბრძანებელი ქვეყნისა“, მეუფე ქვეყნისა“, ეს სპარსული ტერმინია. სახელი ამირანი აშკარად სპარსული წარმოშობისაა და არ ასახავს ამ არსების რაობას. პრეისტორიულ ხანაში ამ არსებას ალბათ ჰქონდა უფრო ძველი პროტოქართული შესატყვისი. ამირანი ლეგენდის თანახმად ამირანი გახლდათ ნადირობის ქალღმერთის - ოქროსთმიანი დალის შვილი. დალიმ ქალღმერთობისთვის უღალატია და მოკვდავი დარჯალანი შეჰყვარებია. მამაც მონადირეს საოცრად ეჭვიანი და ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან ადვილად მიაგნო შეყვარებულების ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას მერე ქალღმერთთან არც გამოჩენილა. დალი მონადირისგან ფეხმძიმედ დარჩა. თმის დაკარგვასთან ერთად ძალაც დაკარგოდა და მშობიარობის უნარი არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ მონადირე სულკალმახს გაუგია და მის დასახმარებლად წასულა. დალიმ მონადირეს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა: მისთვის ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა ამირანი დაერქვა. ბავშვს მუცლიდან ამოყვანის შემდეგ სამი თვე დეკეულის მუცელში უნდა გაეტარებინა ხოლო სამი თვე კუროს ფაშვში. ამის შემდეგ მონადირეს ჩვილი ოქროს აკვანში უნდა ჩაეწვინა და აკვანი იამანის წყაროზე დაედგა. იქ მისი მომნათლავი გამოივლიდა და ბავშვს მონათლავდა. ქალღმერთმა სულკალმახს ისიც გაუნდო, რომ მისი შვილი გმირი გამოვიდოდა. შეწუხებული მონადირე თავიდან უარზე იდგა, თუმცა ქალღმერთმა მაინც მოახერხა მისი დათანხმება. ქალს მზის მსგავსი ვაჟი ეყოლა, რომელსაც დედის თხოვნით ამირანი ეწოდა. სულკალმახმა დანაბარები შეასრულა და ამირანი ოქროს აკვნით დატოვა იამანის წყაროზე. ყველა გამვლელი ეკითხებოდა ვაჟს მისი მშობლებისა და მომნათლავის შესახებ, ამირანი კი პასუხობდა, რომ დედ-მამის ვინაობა არ იცოდა, ხოლო მისი ნათლია თვითონ ღმერთი იყო. ამ დროს ღმერთს ჩაუვლია წყაროზე და მასაც იგივე უკითხავს ამირანისთვის. პასუხის მოსმენის მერე ღმერთმა მართლაც მონათლა ამირანი და დაქანებული ზვავის შეუდრეკელობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის მუხლი, ბავშვობაში სისაწყლე და სიბეჩავე, ვაჟკაცობაში ომი და ჭირსახადი დაანათლა. უბოძა მას ალმასის ხანჯალი და დაუბარა, რომ იგი მხოლოდ უკიდურეს გაჭირვების დროს გამოეყენებინა. შემდეგ დალოცა და უთხრა, რომ მისი მომრევი ქვეყნად არავინ იქნებოდა. ამირანი იამანმა იშვილა და თავის ორ ვაჟს ბადრისა და უსიპის უძმო. ვაჟები მალე დაობლდნენ ხოლო მათი სახლ-კარი დევებმა დაიპყრეს. უპატრონოდ დარჩენილი ძმები უაღრეს გაჭირვებაში გაიზარდნენ... ამირანმა მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა: გაათავისუფლა მზე დევ-ვეშაპის მუცლიდან, მოკლა ბაყბაყ დევი, დახოცა გველეშაპები, მიწასთან გაასწორა ცხრა ძმა დევების სამეფო. მან ზეციდან ჩამოიყვანა თავის საცოლე- ღრუბელთა მბრძანებლის ასული ყამარი, მოკლა ავი სული ქალ-ხარი. ბოლოს გმირმა ღმერთის დამარცხება გადაწყვიტა, რისთვისაც ღმერთმა ის სასტიკად დასაჯა და კავკასიის ქედზე სამუდამოდ მიაჯაჭვა. მრავალი ათეული საუკინის სიღრმეში შექმნილი თქმულება თანდათან განიცდიდა ცვლილებებს, თუმცა ძირითადი შინაარსი დღემდე უცვლელი რჩებოდა. თითოეულ ეპოქას თავისი წვლილი შეჰქონდა და თავისებურად ამდიდრებდა მას. .................................................................................................................................. Georgian mythical hero, the son of goddess Dali and a mortal hunter. According to the Svan version, the hunter’s wife learned about her husband’s affair with Dali and killed her by cutting her hair while she was asleep. At Dali’s death, the hunter extracted from her womb a boy whom he called Amirani. The child had marks of his semi-divine origins with symbols of the Sun and the Moon on his shoulder-blades and a golden tooth. The Georgian myths (click here to read the epic myth)describe the rise of the titan Amirani, who challenges the gods, kidnapps Kamar, a symbol of divine fire, and teaches metallurgy to humans. In punishment, the gods (in some versions, Jesus Christ) chain Amirani to a cliff (or an iron pole) in the Caucasus Mountains, where the titan continues to defy the gods and struggles to break the chains; an eagle ravages his liver every day, but it heals at night. Amirani’s loyal dog, meantime, licks the chain to thin it out, but every year, on Thursday or in some versions the day before Christmas, the gods send smiths to repair it. In some versions, every seven years the cave when Amirani is chain can be seen in the Caucasus. Scholars agree that folk epic about Amirani must have been formed in the third millennium BCE and later went through numerous transformation, the most important of them being morphing pagan and Christian elements after the spread of Christianity. The myth could have been assimilated by the Greek colonists or travelers and embodied in the corpus of the famous Greek mythos of Prometheus. In the Georgian literature and culture, Amirani is often used as a symbol of Georgian nation, its ordeals and struggle for survival. იხილეთ ზღაპარი/see the story:_ http://animaciebi.com/zgaprebi/amirani.html იხილეთ ვიდეო/SEE VIDEO :_ https://www.youtube.com/watch?v=cxpYoLBeqAc ფენიქსის მაგვარი ცხოველი, რომელიც ეხმარებოდა და იცავდა ადამიანებს და გმირებს. ხშირად ომობდნენ გველეშაპებთან. მათ შეეძლოთ გადაეიადგილებინათ გმირები და ასევე კურნავდნენ ჭრილობებს და ავადმყოფობებს. ზოგიერთ მითში ფასკუნჯი ემტერება ადამიანებს ................................................................................................................................................ A phoenix-like animal that helped and protected heroes and humans. Living in underworld, Paskunji often warred with gveleshapis (dragons) and was summoned by burning one of his feathers. It could transport heroes to other places and heal wounds and illnesses. In some myths, paskunjis were also hostile to humans and persecuted them. იხილეთ მულტფილმი/see multfilm :_ https://www.youtube.com/watch?v=uFgNbz8se1k ბოროტი სულები რომლებიც ეჩვენბოდნენ მოგზაურებს,ორსულ ქალებს, ბავშვებს და ა.შ. ალი შეიძლება ყოფილიყო როგორც ქალი ასევე კაცი, ქალები ულამაზესები იყვნენ, ხოლო კაცებს უშნო გარეგნობა ქონდათ. ისინი ცხოვრობდნენ შორეულ ტყეებში, გამოქვაბულებში ან ნანგრევებში. ...................................... An evil soul that haunted travelers, pregnant women, infants, etc. Alis were both female (alkali) and male, had wicked appearance (except for females, who were beautiful and tempting) and lived in remote woods, caves or ruins. იხილეთ სიმღერა/see music:_ https://www.youtube.com/watch?v=Wm84U3bxeeo |
Categories
All
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. Archives |